×

კოლხური და ბერძნული ცივილიზაციების საკონტაქტო ზონა

მთავარი / სიახლეები / კოლხური და ბერძნული ცივილიზაციების საკონტაქტო ზონა

კოლხური და ბერძნული ცივილიზაციების საკონტაქტო ზონა

ქობულეთ–ფიჭვნარში მიმდინარე არქეოლოგიური ექსპედიცია მოინახულა ბსუ–ს ნ. ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ–მუშაკმა, მრავალი სამეცნიერო წიგნის ავტორმა, ბატონმა უჩა ოქროპირიძემ. – ბატონი უჩა არის ამჟამად ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ბსუ–ს ნ. ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ექსპედიციის წევრი; იგი ამავდროულად ქობულეთის მუნიციპალიტეტის ისტორიაზე მუშაობს. – სტუმარს ქობულეთ–ფიჭვნარის მნიშვნელობაზე ესაუბრა ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი, მუდმივმოქმედი არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი, პროფესორი ამირან კახიძე. – ძვ.წ. IV ს. კოლხური სამაროვნების, ბერძნული და კულხური თემების დაახლოების, ტრადიციული წეს–ჩვეულებების გაზიარების ირგვლივ სტუმარს ესაუბრა მიმდინარე ექსპედიციის წარმოდგენილი უბნის რაზმის უფროსი, ისტორიის აკადემიური დოქტორი, ქალბატონი მირანდა თურმანიძე.