×

მორიგი მოწვევა ზემო სილეზიიდან.

Home / News / მორიგი მოწვევა ზემო სილეზიიდან.

მორიგი მოწვევა ზემო სილეზიიდან.

გასულ წელს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით აჭარის რეგიონის მუზეუმების წარმომადგენლები სამუზეუმო სამუშაო პროცესისა და პოლონეთში დანერგილი უახლესი მიდგომების გასაზიარებლად სტუმრად გახლდით პოლონეთის ზემო სილეზიის, კატოვიცეს მუზეუმში. – ჩვენი ვიზიტისას ჩამოყალიბდა თანამშრომლობისა და კულტურულ–შემეცნებით და საგანმანათლებლო–სამეცნიერო პროგრამებში მონაწილების მზადყოფნა. – მიმდინარე დღეებში მორიგი მოწვევა მივიღეთ ქალბატონ ალისია კნასტისგან, რისთვისაც მას უღრმეს მადლობას მოვახსენებთ. ჩვენდა სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ჯერ–ჯერობით არ ჩანს სტეიკჰოლდერთა და მეცენატთა სურვილი, მონაწილეობა მივიღოთ და დავაფიქსიროთ ჩვენი ქალაქისა და რეგიონის შესაძლებლობები ევროპის ერთ–ერთ მძლავრი პოტენციით აღჭურვილ კულტურულ ცენტრში. ინფორმაციისთვის განვაცხადებ, რომ სულ რამდენიმე წლის წინ პოლონეთის წარმოდგენილი რეგიონი ინდუსტრიულ მხარეს (ქვანახშირის მოპოვებით განთქმული) წარმოადგენდა. თუმცა შრომამ, გარდაქმნების მიზანმიმართულობამ და უდიდესმა მონდომებამ ეს რეგიონი ერთ–ერთ მწვანე ლოკაციად აქცია ევროპაში. ამ ფონზე მათი გამოცდილებისა და მათ მიერ ორგანიზებულ კულტურულ–შემეცნებით პროექტებში მონაწილება დიდად წაადგებოდა ჩვენი ქალაქისა და რეგიონის მდგრადი სოციალური და კულტურული განვითარების საქმეს.