×

ოჩხამურის სკოლის მოსწავლეთა საზაფხულო ექსკურსია

Главная / Новости / ოჩხამურის სკოლის მოსწავლეთა საზაფხულო ექსკურსია

ოჩხამურის სკოლის მოსწავლეთა საზაფხულო ექსკურსია

საზაფხულო ექსკურსიით დაბა ოჩხამურის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები გვეწვივნენ; – ჩვენი მუზეუმის ერთ–ერთი პირველი სტეიკჰოლდერისა და მეგობარის, დაბა ოჩხამურის საჯარო სკოლის მშობლიური ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, ქალბატონ დალი შეწირულის ხელმძღვანელობითი მოსწავლეთათვის შესანიშნავი ექსკურსია მოეწყო "წარსულში სამოგზაუროდ". მუდმივმოქმედი ექსპოზიციების კვალდაკვალ მოსწავლეებსა და მშობლებს შთამბეჭდავი ისტორიები მოუთხრო მუზეუმის გიდმა–პედაგოგმა ნინო მეფარიშვილმა. ერთმნიშვნელოვნად უნდა აღინიშნოს ქობულეთის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელის ქალბატონ მადონა გოგიტიძისა და მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის დირექტორების შესანიშნავი პოზიცია: მოსწავლეებსა და მშობლებს უსასყიდლოდ სთავაზობენ მშობლიური რაიონის მუზეუმისა და მატერიალური კულტურის ძეგლების დათვალიერებას. ამ მიმართთულებით, მიმდინარე წელს 2000–ზე მეტი მოსწავლე, მშობელი და პედაგოგი გვსტუმრობდა მუზეუმში. ჩვენ ეს ერთად შევძელით!!!