×

ქობულეთის მუნიციპალიტეტი, მდინარე აჭყვას ხეობა, თეთროსანი.

Главная / Новости / ქობულეთის მუნიციპალიტეტი, მდინარე აჭყვას ხეობა, თეთროსანი.

ქობულეთის მუნიციპალიტეტი, მდინარე აჭყვას ხეობა, თეთროსანი.

გასული საუკუნის 60–იან წწ სოფელ ქობულეთში, მდ. კინტრიშის მარცხენა სანაპიროზე ჯაფარიძეების საკარმიდამო ნაკვეთში – "სასახლის გამოთხრისაა, მოულოდნელად ქვევრი გამოჩნდა; თავდაპირველად, ყველას ყურადღება მიპყრობილი იყო ქვევრში სავარაუდო განძის არსებობა–არარსებობაზე" – განაცხადა ჩვენთან საუბარში ოჯახის უფროსმა ვაჟმა რომან ჯაფარიძემ. ქვევრი თითქმის მრთელი გამოიტანეს, რამდენიმე ათეული წელი, კარ–მიდამოს ამშვენებდა. ქობულეთში მუზეუმის გახსნასთან დაკავშირებით, ქვევრი, როგორც განსაკუთრებული ისტორიის მატარებელი ნივთიერი კულტურის ძეგლი ჯაფარიძეების ოჯახმა მუზეუმს გადმოსცა უსასყიდლოდ საჩუქრად. ტრანსპორტირებამ მრავალმხრივ დაბზარული ქვევრი რამდენიმე ნაწილად დაანაწევრა. თითქმის ხუთი წელი, დანაწევრებული ქვევრის ნაწილები მუზეუმის ფონდში ინახებოდა. 2017 წლის გაზაფხულზე, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის რესტავრაცია–კონსერვაციის სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ მისი აღდგენა გადავწყვიტეთ.
მუზეუმის მუშაკების: ავთანდილ რომანაძის, არჩილ შავიშვილის, ნინო მელაძის და სხვათა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ქობულეთური ქვევრი მეტნაკლებად პირვანდელი სახით აღვადგინეთ.