მთავარი / სიახლეები / ქობულეთის მუნიციპალიტეტი, კინტრიშის ხეობა, ცხემვანის წმ. გიორგი.
ქობულეთის მუნიციპალიტეტი, კინტრიშის ხეობა, ცხემვანის წმ. გიორგი. "კინტრიშული კარაბადინის" მიხედვით, სწორედ კინტრიშის ხეობის მარჟვენა ნაპირზე, გვიანი შუასაუკუნეების ერთ–ერთი წარჩინებული გვარის, გოგიტიძეების მამულში არსებული ადრეული შუასაუკუნეების წმ. გიორგის სახელობის ბაზილიკის ნაშთებია. საგულდაგულოდ შერჩეული ბორცვი, რომელსაც ორივე მხრიდან – მარცხნიდან მდ. კინტრიში, ხოლო მარჯვნიდან კინტრიშის ერთ–ერთი წყალუხვი შენაკადიჩამოუდის. ბუნებრივი მდებარეობა, საამშენებლო მასალის სიმრავლე, თავად ნასაყდრალის ტერიტორიაზე გამოვლენილი თლილი ქვები და სავარაუდოდ ტრაპეზის დიდი ბრტყელი ქვა, მეტნაკლებად გადარჩენილი ჭურები (დასავლეთ საქართველოში, წარმოდგენილ პერიოდში ვიწროყელიანი ქვევრებია გავრცელებული), მართებულად ადრეული შუასაუკუნეების წმ. გიორგის ტაძრის არსებობაზე მიგვითითებს.