მთავარი / სიახლეები / დასრულდა ქობულეთის მუზეუმის დაზვერვითი ექსპედიციები ქობულეთის მუნიციპალიტეტში.
დასრულდა ქობულეთის მუზეუმის დაზვერვითი ექსპედიციები ქობულეთის მუნიციპალიტეტში. დასკვნითი გასვლა მდ. კინტრიშის ხეობაში, მარცხენა სანაპიროზე, ხუცუბნის თემის სოფელ ქვ. სამებაში არსებულ ადრეული შუასაუკუნეების ნაეკლესიარსა და მარანის მონახულებით დაგვირგვინდა. 2017 წლის გაზაფხულიდან ქობულეთის მუზეუმმა ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმთან ერთად დაიწყო ერთობლივი დაზვერვითი ექსპედიციების ციკლი. მოვინახულეთ ორ ათეულამდე ფიქსირებული და შემთხვევითი წესით ჩვენი თანამემამულების მიერ მიგნებული ძეგლი. – ექსპედიციამ ზედაპირული დათვალიერებით, კონკრეტული სოფლის მკვიდრთა გადმოცემა–მონათხრობის მიხედვით მნიშვნელოვანი მასალა შეაგროვა. ქობულეთის მუზეუმი თანადგომისა და მხარდაჭერისათვის უღრმეს მადლობას მოაახსენებს: – ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას, საკრებულოს და გამგებლის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში, თემებსა და სოფლებში; – ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ხელმძღვანელობას, თანამშრომლებს, მუზეუმის დირექტორს ბატონ ამირან კახიძეს და ექსპედიციის მონაწილეებს არქეოლოგიური მუზეუმიდან; – ქობულეთის მუზეუმის დიდ მეგობარს, შსანიშნავ მხატვარს, მრავალი არქეოლოგიური ექსპედიციის მონაწილეს, ჩვენი ექსპედიციების უცვლელ მხატვარ–არქიტექტორს გია ჩხარტიშვილს; – ცალკეული სოფლების მკვიდრებს, აჭყვისთავში მემარნეებისა და რომანაძეების ოჯახებს, ჭახათში ხახუტაიშვილების ოჯახს, სამებაში გოგიტიძეებისა და კომახიძეების ოჯახებს, დაგვაში გოლომანიძეების, ტაკიძეების, გათენაძეებისა და ბერიძეების ოჯახებს; – სოფელ ჭახათის საჯარო სკოლის ხელმძღვანელობას, საჯარო სკოლის ისტორიის შესანიშნავ მასაწავლებელს მერაბ ტაკიძეს და მის მოსწავლეებს; – ქობულეთის დიდ მეგობარს, დიდებულ მეცნიერსა და მკვლევარს დავით ნასყიდაშვილს; – ქობულეთის მუზეუმის სწავლულ მდივანს, ექსპედიციების უცვლელ წევრსა და წინამძღოლს ბატონ ავთანდილ რომანაძეს.