Home / News / სოფელ ბუკნარის საჯარო სკოლის, – დირექტორი ქალბატონი მაყვალა დავითაძე , – IX კლასის მოსწავლეებმა
ქობულეთის მუზეუმის 2017 წლის საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნო, მუდმივმოქმედი ექსპოზიციები და წინასააღდგომო გამოფენები დაათვალიერეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარის საჯარო სკოლის, – დირექტორი ქალბატონი მაყვალა დავითაძე , – IX კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელი პედაგოგის ლამზირა შავაძის ხელმძღვანელობით. – მოსწავლეებს ახალი პროგრამები გააცნო მუზეუმის ექსპოზიციების ხელმძღვანელმა მადონა ბასილაძემ და სწავლულმა მდივანმა, საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორმა ავთანდილ რომანაძემ. – მუზეუმის ახალი საგანმანათლებლო პროგრამა "ადამიანის საქმიანობა" მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო და სახალისო იყო. – მოსწავლეებმა მიიღეს საშიანაო დავალება – პროგრამა "იმოგზაურე წარსულში ქობულეთის მუზეუმთან ერთად". მოსწავლეებს ესაუბნენ მუზეუმის მეგობრებარი მხატვრები გია ჩხარტიშვილი და ზაზა ცენტერაძე. – – ძეგლებისა და ისტორიული ადგილების კვირეულის ფარგლებში დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებებისა და ექსპედიციების მოწყობა.