Главная / Новости / სოფელ კოხის საჯარო სკოლის,IV-VI
ქობულეთის მუზეუმის 2017 წლის საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნო, მუდმივმოქმედი ექსპოზიციები და წინასააღდგომო გამოფენები დაათვალიერეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხის საჯარო სკოლის, – დირექტორი ქალბატონი ნინო შამილიშვილი, – IV-VI კლასების მოსწავლეებმა, დამრიგებელი პედაგოგის ნატო ჩავლეიშვილის ხელმძღვანელობით. – მოსწავლეებს ახალი პროგრამები გააცნო მუზეუმის დირექტორმა რეზო ტაკიძემ და ცნობილმა მხატვარმა, მუზეუმის კონსერვაცია–რეტავრაციის სპეციალისტმა ვაჟა ვერულიძემ. – მუზეუმის ახალი საგანმანათლებლო პროგრამა "ადამიანის საქმიანობა" მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო და სახალისო იყო. – მოსწავლეებმა მიიღეს საშიანაო დავალება – პროგრამა "იმოგზაურე წარსულში ქობულეთის მუზეუმთან ერთად".