Home / News / დაზვერვითი ექსპედიცია მდ. კინტრიშის ხეობაში.
2017 წლის გაზაფხულიდან ქობულეთის მუზეუმმა ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმთან ერთად დაიწყო ერთობლივი დაზვერვითი ექსპედიციების ციკლი. 26 აპრილს გამოვავლინეთ მდ. კინტრიშის მარჯვენა შენაკადის კურჩხულას ღელის კალაპოტში უძველესი საწარმოო უბნის კვალი, რომელიც ჭახათის თემის სოდომურის გზაზე, ცივაძეების დასახლებასთან არსებული, – როგორც სოფლის მკვიდრები ეძახიან,– აბანოების ტერიტორიაზე მდებარეობს. – მეგზურობას სოფელ ჭახათის საჯარო სკოლის მოსწავლეები, დავით ცივაძე, ნიკა გოლიაძე, ბექა ირემაძე და ირაკლი ხახუტაიშვილი, – გვიწევდნენ. – უნდა აღინიოშნოს, რომ ჭახათის სკოლასთან თანამშრომლობით, – რაშიც უდიდესი წვლილი გამოიხატება სკოლის დირექტორის დარეჯან მახარაძისა და ისტორიის პედაგოგის მერაბ ტაკიძის აქტიური მხარდაჭერით, –არერთი ძეგლისა და ისტორიული ადგილის გამოვლენა და დადასტურება მოვახერხეთ. – ჯგუფის შემადგენლობაში იყო : გია ჩხარტიშვილი, ავთანდილ რომანაძე და რეზო ტაკიძე.