Home / News / დაზვერვითი ექსპედიცია მდ. დეხვას ხეობაში
დეხვას მარჯვენა სანაპიროზე, ლაზისტანის გზაზე, გოლომანიძეების დასახლების მიმართულებით, ამირან (ჯამბულ) გათენაძის საკარმიდამო ნაკვეთში, – სამაცივრე მეურნეობისათვის საამშენებლო მოედანის მოწყობისას, გამოვლენილია ქვევრები. ქობულეთის მუზეუმის მუშაკებისა და მოხალისეთა მიერ დაკომპლექტებულმა ჯგუფმა დაათვალიერა ტერიტორია, მოხერხდა გადარჩენილი ნაწილის ფოტოფიქსაცია, შეგროვებული ნამტვრევები გადმოტანილია ქობულეთის მუზეუმში. გათენაძეების გვარი, გოლომანიძეების შემდეგ ლაზისტანის ერთ–ერთ უძველეს მკვიდრებად ითვლებიან ხინიკაძეებთან და კაკალაძეებტან ერთად. გათენაძეები წინაპრების გადმოცემით მე–17 საუკუნის 10–იან წწ დასახლებულან გოლომანიძეების მეზობლად. გათენაძეებსა და გოლომანიძეებს დღემდე ნათესაური კავშირი აქვთ შენარჩუნებული, როგორც დაგვაში იტყვიან "მოყვანა–გათხოვება გვარებს შორის არ დაიშვება". ამირან (ჯამბულ) გათენაძის გადმოცემით საბჭოთა დროს ციტრუსის კულტურის მოშენებისას ხშირი იყო კერამიკის ნატეხების გამოვლენა; მისი ყურადღება რამდენიმე თვის წინ სამაციცრე მეურნეობის მშენებლობისათვის ფერდობის გამოთხრისას , ტერიტორიის გაწმენდის შემდეგ ფერდობზე გამოსახულმა ქვევრის კონტურმა მიიქცია. – 2017 წლის 27 აპრილს ბატონმა ამირან გათენაძემ და ქალბატონმა ნარგიზ ბერიძემ მუზეუმში მოგვმართეს დაგვაში გამოვლენი არტეფაქტების დაინტერესებისათვის. – 29 აპრილს ტერიტორიის დათვალიერებამ წინასწარი ვარაუდის საშუალება მოგვცა, რომ დავადასტუროთ ერთ–ერთი უძველესი მარანის არსებობა. ტერიტორიაზე გამოვლენია ასევე გვიანდელი პერიოდის ქვევრი, რომელსაც მესაკუთრე დაგვაში დაგეგმილი ქართულ–ბერძნული ურთიერთობის ცენტრისთვის გადაცემას აპირებს. – განსაკუთრებული მადლობა გვსურს გადავუხადოთ ქალბატონ ნარგიზ ბერიძესა და ბატონ ამირან გათენაძეს, რომელთა დახმარებით მოხერხდა ექსპედიციის დაგეგმვა–განხორციელება.