×

დედაენის დღისადმი მიძღვნილი აქცია „არა ბარბარიზმებს“

მთავარი / სიახლეები / დედაენის დღისადმი მიძღვნილი აქცია „არა ბარბარიზმებს“

დედაენის დღისადმი მიძღვნილი აქცია „არა ბარბარიზმებს“

ქობულეთის კულტურის სახლის საგამოფენო დარბაზში დედაენის დღისადმი მიძღვნილი აქცია „არა ბარბარიზმებს“ გაიმართა, რომლის მიზანი მართებულად წერისა და მეტყველების პოპულარიზაცია იყო. აქციაში ქ. ქობულეთის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებიც საზოგადოებას ქართული ენის დაცვისკენ მოუწოდებდნენ. პარალელურად აქციას ქობულეთის მუზეუმი და ასოციაცია „ღირსეული სიბერეც“ შეუერთდა. ღონისძიებას ასოციაციის ბენეფიციარებთან ერთად მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები, გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.