Главная / Новости / საგანმანათლებლო პროგრამა
ქობულეთის მუზეუმის 2017 წლისათვის დაგეგმილ საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნო და ახალ საგანმანათლებლო პროგრამა "ადამიანის საქმიანობა"–ში აქტიური მონაწილეობა მიიღო ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვის #1 საჯარო სკოლის 9 მეორე კლასის მოსწავლეებმა. დაბა ჩაქვის #1 საჯარო სკოლის 9/2 კასის 31 მოსწავლემ, – სკოლის დირექტორი ტარიელ ქათამაძე, / კლასის დამრიგებელი ლელა თოთლაძე, – პროგრამის პარალელურად გულდასმით დაათვალიერა მუზეუმის მუდმივმოქმედი ექსპოზიციები და დროებით საგამოფენო სივრცეში მიმდინარე ფოტო-გამოფენა "ჯავახეთის სანახები". გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები – მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი ქობულეთის მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამების მეგზური "მაქსის კლუბში" გაერთიანებისა.