Home / News / 2017 წლისათვის დაგეგმილ საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნო ჩაქვის #1 საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა
ქობულეთის მუზეუმის 2017 წლისათვის დაგეგმილ საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნო და აქტიური მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვის #1 საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა. დაბა ჩაქვის #1 საჯარო სკოლის 11ა –11ბ კლასების 30-მდე მოსწავლემ, – სკოლის დირექტორი ტარიელ ქათამაძე, – გულდასმით დაათვალიერა მუზეუმის მუდმივმოქმედი ექსპოზიციები და დროებით საგამოფენო სივრცეში მიმდინარე ფოტო-გამოფენა "ჯავახეთის სანახები". გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები – მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი ქობულეთის მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამების მეგზური "მაქსის კლუბში" გაერთიანებისა.