Home / News / ქობულეთის მუზეუმის 2017 წლისათვის დაგეგმილ საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნო
ქობულეთის მუზეუმის 2017 წლისათვის დაგეგმილ საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნო და აქტიური მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურის საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა. დაბა ოჩხამურის საჯარო სკოლის I,II,III, IV, V, VI კლასების 40-მდე მოსწავლემ, სკოლის დირექტორის ლევან ვერულიძის, სასწავლო ნაწილის გამგის მარინა ჟღენტის, გეოგრაფიის პედაგოგის ცისანა ტაკიძის, ბიოლოგიის პედაგოგის ელზა ცეცხლაძის, მუსიკის პედაგოგის ნინო კუჭუხიძისა და 10-მდე მშობელის მონაწილეობით გულდასმით დაათვალიერეს მუზეუმის მუდმივმოქმედი ექსპოზიციები და დროებით საგამოფენო სივრცეში მიმდინარე ფოტო-გამოფენა "ჯავახეთის სანახები".