მთავარი / სიახლეები / ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი კვირიკე.
ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი კვირიკე. დაზვერვითი ექსპედიცია მდ. კინკიშას ხეობაში. 2017 წლის გაზაფხულიდან ქობულეთის მუზეუმმა ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმთან ერთად დაიწყო ერთობლივი დაზვერვითი ექსპედიციების ციკლი. 6 აპრილს მოვინახულეთ მდ. კინკიშას ხეობა. ჯგუფის შემადგენლობაში იყო : გია ჩხარტიშვილი, ავთანდილ რომანაძე და რეზო ტაკიძე.