მთავარი / სიახლეები / კულტურულ -ისტორიული ტურები
კულტურულ -ისტორიული ტურები ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის“ ქალთა კლუბის წევრებმა და მოხალისეებმა კულტურულ -ისტორიული ტურები დაგეგმეს. ამჯერად ხანდაზმულთა ჯგუფი სოფელ ზენითში ელინისტური პერიოდის საწნახელსა და ადრეშუასაკუნეების თეთროსნის ეკლესიას ეწვივია. კულტურული მემკვიდრეობის შესახებ მათ შესაბამისი ინფორმაცია ქობულეთის მუზეუმის დირექტორმა მიაწოდა. რეზო ტაკიძემ ხანდაზმულების შეკითხვებსაც უპასუხა. კულტურულ -ისტორიული ტურში სოფელ ჭახათის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც მონაწილებდნენ. ქობულეთის მუზეუმთან ყალიბდება მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის მატერიალური კულტურის ძეგლების მონიტორინგს განახორციელებენ. აქტივობები მიმდინარეობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში. პროექტის პარტნიორებია დემოკრატიის ინსტიტუტი და გურიის აგრობიზნესცენტრი.