მთავარი / სიახლეები / ჩვენი თანაქალაქელისა და პოეტი ქალბატონის ნათელა ჟღენტი–ჯიჯავაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა ქობულეთის მუზეუმში.
ჩვენი თანაქალაქელისა და პოეტი ქალბატონის ნათელა ჟღენტი–ჯიჯავაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა ქობულეთის მუზეუმში. – ღონისძიების თანაორგანიზატორები გახლდნენ: * ქობულეთის N3 საჯარო სკოლა; * ასოციაცია "ღირსეული სიბერე"; *ა(ა)იპ ქობულეთის მუზეუმი. მისასალმებელი სიტყვა იუბილარისადმი მუზეუმს ერგო; მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით შემოქმედებითი წინსვლა და წარმატებები უსურვა ქალბატონმა ნათია ნიჟარაძემ; ქობულეთის კულტურის ცენტრის დირექტორმა სოფიკო მოწყობილმა და ამავე ცენტრის დირექტორის მოადგილემ ქალბატონმა ნანა გოგიტიძემ საუკეთესო სურვილებით მოეფერენ იუბიულარს და მისი ღვაწლის შესახებ აღნიშნეს მოგონებებით; ასოციაცია „ღირსეული სიბერე“ და მისი შესანიშნავი ხელმძღვანელი ქალბატონი ნანა კალანდაძე განსაკუთრებული იყო, როგორც ყოველთვის ხანდაზმული ბენეფიციარების მზრუნველკობისას; განათლების მუშაკთა პროფკავშირების თავმჯდომარე გელა ლაზიშვილი და N3 საჯარო სკოლის პროფკავშირების თავმჯდომარე მანანა რამიშვილი დამსახურებულ პედაგოგს საპატიო სიგელით მიესალმენ; ორიგინალური იყო ასოციაცია "ღირსეული სიბერეს" ბენეფიციარები – მერი ძაგნიძე; ნუნუ ბერიშვილი; ეთერ ჭყონია; ნათელა ბელთაძე; მარინა გრძელიძე; ციალა ჯინჭარაძე და სხვ. ღონისძიების კულმინაცია იუბილარის მშობლიური სკოლის – ქობულეთის N3 საჯარო სკოლის დირექტორის ქალბატონ ნანა მენაბდეს მისალმება და ამავე სკოლის მოსწავლეთა ლიტერატურულ–მუსიკალური კომპოზიცია იყო; იუბილარი სამადლობელი სტყვის დასასრულს, ასოციაცია „ღირსეული სიბერეს“ საჩუქარით, ტორტით გაუმასპინძლდა 80–ზე მეტ დამსწრე სტუმარს. იუბილარის ოჯახის გულუხვობის გამოხატულება იყო მოულოდნელი საზეიმო ვახშამი რესტორან "გიოში".