×

დაზვერვითი ექსპედიცია ელიას მთაზე

მთავარი / სიახლეები / დაზვერვითი ექსპედიცია ელიას მთაზე

დაზვერვითი ექსპედიცია ელიას მთაზე

დაზვერვითი ექსპედიცია ელიას მთაზე – ელიას მთის საიდუმლო და მისტიკა 21–ე საუკუნეშიც აქტუალურია. კლდოვანი ბორცვი, რომელსაც ადრექრისტიანულ ეპოქაშიც უცილობლად ეჭირა კინტრიშის ხეობის მკვიდრთა ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი, მოწმობს თავად მთისა და ამავე მთის სახელწოდების ციხის შესახებ თქმულებები და რეალური ამბები (სხვა დროს ვისაუბრებთ ცალკეულ ისტორიაზე). – 2017 წლის 11 მარტი ქობულეთის მუზეუმის ისტორიაში ერთ–ერთი გამორჩეული დღეა – წლების მანძილზე ოცნებად ქცეული ჩანაფიქრი განხორციელდა, იგი ექსპედიციის ორგანიზატორის სოფელ ჭახათის საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგის მერაბ ტაკიძის (სოფ. ქობულეთის მკვიდრი), ექსპედიციის წევრების ჩვენი მეგზურისა და გამცილებებილის რაულ ხახუტაიშვილის (35 წ. ჭახათის მკვიდრი) და ჭახათის საჯარო სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეების: დავით ცივაძე (18 წ.), ილო მელაძე (18 წ.), ზურიკო ნოღაიდელი (17 წ.), ბექა ირემაძე (16 წ.) და ნიკა გოლიაძე (15 წ.) შემადგენლობით დაგვირგვინდა. – მეტნალკლები სიზუსტით 3 საათში – 13.01 სათზე ელიას კლდოვანი ბორცვზე ნაგები ციხის სამხრეთ–დასავლეთ კედლებს მივადექით. – განცდა, ემოცია, მიახლოება ისტორიის შორეულ სინამდვილესთან ჩვენი ექსპედიციის თითოეული წევრის კმაყოფილ სახეებზე წაიკითხება. – ექსპედიციის დაწყებამდე ადრედილით შეგვხვდა და მშვიდობიანი გზა გვისურვა სოფელ ჭახათის საჯარო სკოლის დირექტორმა ქალბატონმა დარეჯან მახარაძემ; – ექსპედიცის დასრულების შემდეგ პირველი შეხვედრა სოფელ ჭახათისათვის დამახასიათებელი გულუხვობითა და სტუმართ–მასპინძლობით გამორჩეული ბატონ ნოდარ ხახუტაიშვილის ოჯახში შედგა. – ფოტო მასალა ქობულეთის მუზეუმის კუთვნილებაა – ის ავტორთა კოლექტიურ ჯგუფს ეკუთვნის.