×

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმისა და ქობულეთის მუზეუმის ერთობლივი დაზვერვითი ექსპედიცია სოფელ აჭყვისთავში.

Главная / Новости / ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმისა და ქობულეთის მუზეუმის ერთობლივი დაზვერვითი ექსპედიცია სოფელ აჭყვისთავში.

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმისა და ქობულეთის მუზეუმის ერთობლივი დაზვერვითი ექსპედიცია სოფელ აჭყვისთავში.

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმისა და ქობულეთის მუზეუმის ერთობლივი დაზვერვითი ექსპედიცია სოფელ აჭყვისთავში. – სოფელი აჭყვითავი ელიას მთის ფერდობებიდან მომავალი მდინარე აჭყვას ხეობაში განფენილი დასახლებაა. – აჭყვისთავის ტერიტირია სტრატეგიული თვალსაზრისით მუდამ მნიშვნელოვნად გამორჩეული იყო. – სოფელში ზეპირი გადმოცემებისა და ადგილობრივთა მიერ შემთხვევითობით მნიშვნელოვანი არტეფაქტების აღმოჩენამ, რასაც ქობულეთის მუზეუმში დაცული "დედაბრული ხელნაწერი" კარაბადინის ცნობების დამოწმებაც დაერთო ერთობლივი დაზვერვითი ექსპედიციის განხორციელება გადაგვაწყვეტინა. – სოფლის მკვიდრების ავთანდილ მემერნისა და ავთანდილ რომანაძის დახმარებით მნიშვნელოვანი სიახლენის მოწმენი გავხდით. – ჯგუფი ასე დაკომპლექტდა: მალხაზ ნაგერვაძე, გიორგი დუმბაძე (ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი), რეზო ტაკიძე, ავთანდილ რომანაძე (ქობულეთის მუზეუმი) და სოფლის მკვიდრი ავთანდილ მემარნე. – განსაკუთრებული მადლობა გვინდა მოვახსენოთ ავთანდილ მემარნის მშობლებს, ოჯახს გაწეული დახმარებისა და გულუხვი მასპინძლობისათვის და განსაკუთრებით სტუმრად მყოფ პატარა ქალბატონს. – მასალები დამუშავების პროცესშია, დამატებით ინფორმაციას კომენტარებით მოგვიანებით მოგაწვდით.