Главная / Новости / საგანმანათლებლო პროგრამა
საგანმანათლებლო პროგრამა "ადამიანის საქმიანობა" – პოპულარული ხდება უმცროსკლასელ მოსწავლეებს შორის დღეს პროგრამის მონაწილენი დაბა ოჩხამურის საჯარო სკოლის, – დირექტორი ლევან ვერულიძე, – მე–5 კლასის მოსწავლეები გახლდნენ, პედაგოგის ცისანა ტაკიძის ხელმძღვანელობით. – მოსწავლეებს პროგრამის არსი კომპლექსურად – სხვადასხვა აქტივობების კვალდაკვალ, – გააცნო მუზეუმის ექსპოზიციების ხელმძღვანელმა ქალბატონმა მადონა ბასილაძემ და საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორებმა ქალბატონმა თამარ გაბინაშვილმა და ქალბატონმა ნინო მეფარიშვილმა. – პროგრამის დასაწყისში მოსწავლეებმა დაათვალიერეს ცნობილი ფოტოხელოვანის კუკური მეტრეველის პერსონალური გამოფენა "ჯავახეთის სანახები" – გამოფენა მოსწავლეებს ჯავახეთის მხარეში ვირტუალური მოგზაურობის საშუალება მისცა; – მოსწავლეებმა გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები და გამოხატეს აქტიური მზაობა მიმდინარე წლის სხვა პროგრამებში მონაწილეობისათვის; – ქობულეთის მუზეუმს 2017 წლისათვის – სხვადასხვა თემატიკის ექვსი საგანმანათლებლო პროგრამა აქვს დამუშავებული.