მთავარი / სიახლეები / 40–მდე კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლე იყო ჩართული.
ქობულეთის მუზეუმი 16 დეკემბერი, 2016 წელი მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამებში მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის 40–მდე კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლე იყო ჩართული. – 2016 წელის სიახლე იყო აბონემენტების სისტემის შემოღება; მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ შეისყიდა 20–20 აბონემენტი და თითოეული საჯარო სკოლის მოსწავლეებს, განისაზღვრელი რაოდენობით საშუალება მიეცა უფასოდ ჩართულიყო მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამებსა და აქტივობებში. – აბონემენტების სისტემამ, ასევე საშუალოდ, 2016 წლის დეკემბრის მონაცემებით 3 000 –ზე მეტ მოსწავლეს მისცა მუზეუმის უფასოდ დათვალიერების საშუალება. – პროგრამების მეტი ეფექტურობისა და უკეთესი კომუნიკაციისათვის მოსწავლეთა და პედაგოგთა წინადადებით მუზეუმში დაფუძნდა "მაქსის მეგობართა კლუბი". – 2016 წლის 7 სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობისათვის მოსწავლეებს და პედაგოგებს გადაეცათ "მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის" დამადასტურებელი სრტიფიკატები!!! – "მაქსის მეგობართა კლუბის" წევრებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს "მაქსთან".