×

40–მდე კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლე იყო ჩართული.

Home / News / 40–მდე კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლე იყო ჩართული.

40–მდე კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლე იყო ჩართული.

ქობულეთის მუზეუმი 16 დეკემბერი, 2016 წელი მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამებში მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის 40–მდე კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლე იყო ჩართული. – 2016 წელის სიახლე იყო აბონემენტების სისტემის შემოღება; მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ შეისყიდა 20–20 აბონემენტი და თითოეული საჯარო სკოლის მოსწავლეებს, განისაზღვრელი რაოდენობით საშუალება მიეცა უფასოდ ჩართულიყო მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამებსა და აქტივობებში. – აბონემენტების სისტემამ, ასევე საშუალოდ, 2016 წლის დეკემბრის მონაცემებით 3 000 –ზე მეტ მოსწავლეს მისცა მუზეუმის უფასოდ დათვალიერების საშუალება. – პროგრამების მეტი ეფექტურობისა და უკეთესი კომუნიკაციისათვის მოსწავლეთა და პედაგოგთა წინადადებით მუზეუმში დაფუძნდა "მაქსის მეგობართა კლუბი". – 2016 წლის 7 სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობისათვის მოსწავლეებს და პედაგოგებს გადაეცათ "მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის" დამადასტურებელი სრტიფიკატები!!! – "მაქსის მეგობართა კლუბის" წევრებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს "მაქსთან".