×

40–მდე კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლე იყო ჩართული მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამებში

Главная / Новости / 40–მდე კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლე იყო ჩართული მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამებში

40–მდე კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლე იყო ჩართული მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამებში

მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამებში მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის 40–მდე კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლე იყო ჩართული. მუზეუმში გამართულ შემაჯამებელ საზეიმო შეხვედრას ესწრებოდნენ: – მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების განყოფილების გამგე ბატონი სულხან ნიჟარაძე; – წმინდა კირიონ II სახელობის სასულიერო გიმნაზიის დირექტორი ქალბატონი რუსუდან მანელიშვილი და ხელოვნების პედაგოგი ქალბატონი მაგდა ნადარეიშვილი; – დაგვას საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგი სოფიკო შავიშვილი; – ქობულეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი ქალბატონი ვერიკო ცერცვაძე; – აჭყვას საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი ქალბატონი ია გორგაძე და გეოგრაფიის პედაგოგი ქალბატონი მარინა ჩხაიძე. – 2016 წელის სიახლე იყო აბონემენტების სისტემის შემოღება; – მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ადმინისტრაციამ შეისყიდა 20–20 აბონემენტი და თითოეული საჯარო სკოლის მოსწავლეებს, განუსაზღვრელი რაოდენობით საშუალება მიეცა უფასოდ ჩართულიყო მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამებსა და აქტივობებში. – აბონემენტების სისტემამ, ასევე საშუალოდ, 2016 წლის დეკემბრის მონაცემებით 3 000 –ზე მეტ მოსწავლეს მისცა მუზეუმის უფასოდ დათვალიერების საშუალება. – პროგრამების მეტი ეფექტურობისა და უკეთესი კომუნიკაციისათვის მოსწავლეთა და პედაგოგთა წინადადებით მუზეუმში დაფუძნდა "მაქსის მეგობართა კლუბი". – 2016 წლის 7 სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობისათვის მოსწავლეებს და პედაგოგებს გადაეცათ "მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის" დამადასტურებელი სრტიფიკატები!!! – "მაქსის მეგობართა კლუბის" წევრებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს "მაქსთან".

 

{morfeo 109}