Главная / Новости / ნარინჯისფერი დღეები – 2016
საგანმანათლებლო პროგრამა – გამოფენა კონკურსი "ნარინჯისფერი დღეები – 2016" გაიხსნა. – პროგრამის ფარგლებში ჯიხანჯურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაათვალიერეს ჩვენი თანამემამულის, მხატვარ ზაზა ცენტერაძის ფერწერული ნამუშევრები, რომელიც ქობულეთის შემოდგომის ყოფას გადმოგვცემს. – პროგრამის მიმართულებები: • პრეზენტაციის დღეებში დაგეგმილია სკოლებმა (სასურველია ხეობების მიხედვით) შესაძლებლობის ფარგლებში წარმოადგინონ შემოდგომის კუთხე; • კონკურსში გათვალისწინებული იქნება ჯგუფური ნამუშევრების უპირატესობა; • მუზეუმში მოეწყობა საუკეთესო ნამუშევრების გამოფენა; • საერთო შეფასებით შერჩეული 20 საუკეთესო ნამუშევარი დაიბეჭდება სპეციალური საგამოფენო ფორმატით და იმოგზაურებს მუნიციპალიტეტის სკოლებში გასვლითი გამოფენით; • სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდება როგორც მონაწილეები, ასევე საუკეთესო ნამუშევრების ავტორები; • 2016 წლის საუკეთესო ნამუშევრები განთავსდება მუზეუმის ვებ–გვერდზე. პროგრამის მნიშვნელობა და შედეგები: • გაიზრდება ჩვენი საჯარო სკოლის მოსწავლე–ახალგაზრდობის ჩართულობა და წვლილი საზოგადოებრივ პროგრამებში; • მიმდინარე საშემოდგომო სამუშაოები გახდება პოპულარული და მასობრივი; • ქობულეთის სასოფლო–სამეურნეო და ეკონომიკურ პოტენციალს ხელოვნების ხარსისხში აყვანილს გაეცნობა მრავალი ჩვენი თანამემამულე და უცხოელი. • გაიზრდება ცნობადობა მედია სივრცეში და საზაფხულო ტურისტული სეზონის დასრულების მიუხედავად, მუნიციპალიტეტში გაიზრდება მოგზაურთა და დამსვენებელთა რიცხვი შემოდგომის ქობულეთის გასაცნობად. პროგრამის ზოგადი აღწერილობა: • პროგრამა გათვალისწინებულია ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის და შემოდგომის ქობულეთით დაინტერესებული საზოგადოებისათვის. • მიმდინარე წელს პირველად, მონაწილეობას მიიღებენ მუზეუმის აქტივობებში სხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. • გამოფენა–კონკურსში მოსწავლეთა ასაკი შეუზღუდავია; • მოსწავლეები საშინაო დავალებას ასრულებენ ნებისმიერ ტექნიკაში: პეიზაჟი, ნატურმორტი და ყოფითი ჟანრის ნამუშევარი (გრაფიკა, ფერწერა, კოლაჟი, აპლიკაცია, მოზაიკა, ძერწვა, ქარგვა) ; ნამუშევრების ფორმატი შეუზღუდავია; • ნამუშევრები მიიღება 2016 წლის 25 ოქტომბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით ქობულეთის მუზეუმში, დავით აღმაშენებელის გამზირი 100, 11.00 საათიდან – 17.00 საათამდე; • აუცილებელია ნამუშევარზე მითითებული იყოს სკოლის დასახელება, კლასი და ავტორის სახელი, გვარი.
{morfeo 98}