მთავარი / სიახლეები / გამოფენა-კონკურსი - ნარინჯისფერი დღეები სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის წარდგენით დაიწყო
ტრადიციული საგანმანათლებლო შემეცნებითი პროგრამა "გამოფენა-კონკურსი - ნარინჯისფერი დღეები" სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის წარდგენით დაიწყო. სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის დირექტორის ქალბატონ ნაირა მახარაძის ხელმძღვანელობით სკოლამ გამოფენა-კონკურსში მრავალმხრივი კომპონენტით მიიღო მონაწილეობა: - დაწყებითი საფეხურის მოსწავლები I-VI კლასების მონაწილეობით; - საბაზო საფეხურის მოსწავლები VII-IX კლასების მონაწილეობით; -საშუალო საფეხურის მოსწავლეები X-XII კლასების მონაწილეობით; უპრეცედენტო მნიშვნელობის იყო სკოლის სამეურვეო საბჭოსა და მშობელთა ჩართულობა; სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელობს სოფელ ქობულეთის მკვიდრი, საუკეთესო მოქალაქე და კოლექციონერი (ორ ასეულამდე სხვადასხვა სახეობის ფრინველები ) ბატონი მირზა მეგრელიძე. მადლობის სიტყვები გვსურს სკოლის ხელმძღვანელობასთან ერთად თითოეული კლასის ხელმძღანელს: I კლასი - დამრიგებელი მაგული ქათამაძე; II კლასი - დამრიგებელი მანანა ბერაძე; III კლასი - დამრიგებელი ირმა კახიძე; IV კლასი - დამრიგებელი მაყვალა ქათამაძე (ჯორბენაძე); V კლასი - დამრიგებელი - დავით მახარაძე; VI კლასი - დამრიგებელი მირანდა გუნთაიშვილი; VII კლასი - დამრიგებელი დოდო ღაღაიშვილი; VIII კლასი - დამრიგებელი ნანი შაქარიშვილი; IX კლასი - დამრიგებელი ია ნოღაიდელი; X კლასი - დამრიგებელი ნონა მახარაძე; XI კლასი - დამრიგებელი ციური ჯაბნიძე; XII კლასი - დამრიგებელი ნარგიზ გორგილაძე. მოსწავლეთა და პედაგოგთა ჩართულობასთან ერთად ნიშანდობლივი იყო მშობლების მონაწილეობა, მუზეუმისათვის საშემოდგომო კომპლექსური ღონისძიების ორგანიზებაში მხარდაჭერასთან ერთად, გაიზარდა ჩვენი მუნიციპალიტეტისა და მუზეუმის ცნობადობა-პოპულარიზაცია. მოსწავლეთა ფერწერული ნამუშევრები, მრავლმხრივი დეკორატიული კომპოზიციები, საშუალო საფეხურის წარმომადგენელთა შემოდგომის სურათი "ასეთია შემოდგომა ჩემს სოფელში"; სამეურვეო საბჭოსა და მშობელთა შემოდგომის ნობათი მოულოდნელი სიურპრიზი იყო ქობულეთშ სტუმრად მყოფი პოლონეთის დელეგაციის მონაწილეებისათის.
{morfeo 95}