მთავარი / სიახლეები / ნარინჯისფერი დღეები ახალი ტურისტული პროდუქტი
ჩვენი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა - თაობიდან თაობაზე გადაცემული ცოდნაა - სიყვარული, რუდუნება და შრომისმოყვარეობა. "ნარინჯისფერი დღეები" ახალი ტურისტული პროდუქტი რომლის პრეზენტაციაც სოფელ ქობულეთელთა მეცადინეობით საერთაშორისო ასპარეზზე წარვადგინეთ - - რა ხდება ამ დროს ქობულეთში?! - რა სურნელი ტრიალებს და რა ფერადოვებაა დამახასიათებელი მხარისათვს?! - არამხოლოდ ციტრუსი, არამხოლოდ ნარინჯოვანი მოსავალი?! - სურნელოვანი ენდემური ვაზის ნობათი: ფელამუში, ჩურჩხელა, ტყლაპი და მთავარი: ღვინის ათობითი სახეობები. - სარიტუალო ტკბილეული, რომელიც ქობულეთის თითოეულ სოფელს თავისებურად მზადდება, სოფელ ქობულეთში რატომღაც ყველაზე განსაკუთრებულად ფლობენ უძველეს საიდუმლოებას: - ბურმე, ბაქლავა, შექერლამა და ექსკლუზიური დესერტი კაცობრიობისათვის - მაჯუნი. "დამზადებულია საქართველოში / ქობულეთში" - ასთი სამარკო, თამამი განაცხადით შესაძლებელია გავაცნოთ მსოფლიოს ჩვენი სიმდიდრე და შესაძლებლობა. ჩვენი ტრადიცია, კულტურა, ჩვეულება, სიხარულისა და სიუვარულის ჩვენეული გადმოცემის მაგალითი იყო 22 ოქტომბერს სოფელ ქობულეთელები: ნაირა მახარაძე, ჟუჟუნა გუნთაიშვილი, მაგული ქათამაძე, მანანა ბერაძე, ირმა კახიძე, მაყვალა ქათამაძე (ჯორბენაძე), მირანდა გუნთაიშვილი, დოდო ღაღაიშვილი, ნანი შაქარიშვილი, ია ნოღაიდელი, ნონა მახარაძე, ციური ჯაბნიძე, ნარგიზ გორგილაძე, დავით მახარაძე, მირზა მეგრელიძე, ტარიელ მახარაძე და მათი მეუღლეები - სოფელ ქობულეთი, კინტრიშის ხეობა ხომ წინაპართა ძველთა-ძველი ტრადიციების, ჭეშმარიტი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დამცველი მოქალაქეები მხარეა.
{morfeo 94}