მთავარი / სიახლეები / ტრადიციული ქობულეთური სარიტუალო ტკბილეული
MADE IN GEORGIA / KOBULETI Majuni - ტრადიციული ქობულეთური სარიტუალო ტკბილეული "მაჯუნი". მაჯუნის მისტიკა ტრადიციების ერთგულებასა და რწმენაშია. ძველად ქობულეთშ, ქორწილის წინა დღეს ანუ წვეული ღამეს დესერტად მაჯუნი მზადდებოდა. მოწვეული სტუმრებისთვის, რომლებსაც შორი გზა ჰქონდათ გამოსავლელი, მეორე დღეს ქორწილს რომ დასწრებოდნენ, მასპინძელის გადაწყვეტილებით, არჩი, რომელიც ქორწილის ორგანიზატორი იყო საქორწილო სუფრის მომზადებეის დარგში, გამორჩეულ მზარეულებს მაჯუნის მომზადებას დაავალებდა. მაჯუნი, როგორც ტრადიციული და რიტუალური დესერტი დიდი თუ მცირე ულუფა ყველას უნდა გაესინჯა, დაეგემოვნებინა; მთავარი, აზრი, რომელიც გარკვეული საიდუმლოებით მოცული ვერსიაა და აუცილებელ პირობად ითვლებოდა, რატომღაც პირველი სასიძოს უნდა გაესინჯა. "მ ა ჯ უ ნ ი" : - თაფლი, რომელიც აშკარად შეიგრძნობა დაგემოვნებისას, ბრინჯთან და შავ წიწაკასთან ერთად - ჯადოსნური მიქსია, რომელიც გამაოგნებელ ძალას, რეაქციას იწვევს ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში. მაჯუნი ყველა სეზონზე მისაღები დესერტია, თუმცა განსაკუთრებული, რატომღაც შემოდგომაზეა იგი. კინტრიშის ხეობაში მას საუცხოოდ ამზადებენ დღემდე!!!