მთავარი / სიახლეები / ჯიხანჯური საჯარო სკოლის მე–9 კლასელთა გუნდების
2016 წლის, 21 ოქტომბერს, მრავალმხრივი პროგრამული დატვირთვების პარალელურად ჯიხანჯურის საჯარო სკოლის მე–9 კლასის 16 მოსწავლემ წარმატებით გაირა ქობულეთის მუზეუმის ახალი საგანმანათლებლო პროგრამა "ადამიანის საქმიანობა". წარმოდგენილი პროგრამის წესების თანახმად მოსწავლეები გადანაწილდნენ ორ გუნდად: – ჯგუფი "დაუმარცხებელი" და – ჯგუფი "ცისკარი". გუნდებმა დავალების შესრულების შემდეგ მუზეუმის მესვეურებისაგან ბონუსად საშინაო დავალებაც მიიღეს, მათ გზამკვლევი "იმოგზაურე წარსულში – მაქსთან ერთად " დაურიგდათ. მოსწავლეებმა გაეცნენ შუასაუკუნეების თეთროსნის წმინდა გიორგის ტაძართან არსებული სახარების გადაწერის ცენტრში შექმნილი "თეთროსნის დავითნის" ფოტო–რეპროდუქციას, ეთნოგრაფიულ ექსპოზიციაში გვიანიშუასაუკუნეების ხითხუროს ოსტატთა შემოქმედებას და არქეოლოგიურ ექსპოზიციაში ადამიანის სამიანობის განვითარების საფეხუერებს უხსოვარი დროიდან თანამედროვე ეპოქამდე. მოსწავლეებმა გადაიღეს მრავალი სახასიათო ფოტო.
{morfeo 92}