Home / News / გამოფენა-კონკურსი - ნარინჯისფერი დღეები -2016
მუზეუმში ტრადიციული საშემოდგომო ღონისძიების "გამოფენა-კონკურსი - ნარინჯისფერი დღეები -2016" მიმდინარეობისას სტუმრად გვეწვია პოლონეთის დელეგაცია ქალაქ პიერი შლონცკედან, რომელსაც ამავე ქალაქის მერი, ჩვენი ქალაქის დიდი მეგობარი, შესანისნავი ქალბატონი სლავა უმინსკადურაი ხელმძღვანელობდა. სტუმრებმა მუზეუმის ექსპოზიციების პარალელურად გაეცნენ ქობულეთის ერთ-ერთი უძველესი ხეობის, სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შემოქმედებას - "ასეთია შემოდგომა ჩვენს მხარეში". საპატიო სტუმარმა გადაირო ფოტოები ღონისძიების მასპინძლებთან, ორგანიზატორებთა და პატარა მონაწილეებთან. დაიგეგმა სამომავლოდ სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლისა და ქალაქ პიერი შლონცკეს ერთ-ერთი სკოლის დამეობრება. მუზეუმის დირექტორმა მიიღო მიწვევა პოლონური მხარის და უშუალოდ ქალაქ პიერი შლონცკეს მერის ქალბატონ სლავა უმინსკადურაისგან სამუზაუმო ცოდნის ურთიერთგასაზიარებლად.
{morfeo 87}