×

საგანმანათლებლო პროგრამა უმცროსკლასელთათვის

Home / News / საგანმანათლებლო პროგრამა უმცროსკლასელთათვის

საგანმანათლებლო პროგრამა უმცროსკლასელთათვის

ქობულეთის მუზეუმის კომპლექსური საგანმანათლებლო პროგრამა უმცროსკლასელთათვის "სკოლა და მუზეუმი" მონაწილეობა მიიღო ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის #1 საჯარო სკოლის II, III, IV, V, VI კლასის 40 მოსწავლემ. პროგრამა მოსწავლეებს გააცნო მუზეუმის ექსპოზიციების ხელმძღვანელმა მადონა ბასილაძემ და სწავლულმა მდივანმა ავთანდილ რომანაძემ. პროგრამის მსვლელობას აკვირდებოდნენ ცეცხლაურის #1 საჯარო სკოლის დირექტორი ქალბატონი ლილი სურმანიძე და პედაგოგები: ნათელა ხიმშიაშვილი, მზია სურმანიძე, დარიკო შაინიძე, გულვარდი სურმანიძე. პედაგოგებმა მუზეუმის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისაგან სრულად მიირეს ინფორმაცია, როგორც 2015–2016 სასწავლო წლის პროგრამების, ასევე 2016–2017 სასწავლო წლისათვის დაგეგმილიპროგრამების მნიშვნელობაზე. ბავშვებმა, პედაგოგებმა და მუზეუმის წარმომადგენლებმა გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები. საჯარო სკოლის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: მიმდინარე სასწავლო წლის დასრულებამდე მოუმზადეთ საუკეთესო საჩუქარი მოსწავლეებს ქობულეთის მუზეუმის ექსპოზიციების დათვალიუერებით. გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობია.

 

{morfeo 72}