×

საერთაშორისო ფესტივალი

მთავარი / სიახლეები / საერთაშორისო ფესტივალი

საერთაშორისო ფესტივალი

საერთაშორისო ფესტივალის "სინედოკის" ფარგლებში ქობულეთის მუზეუმის კინო-დოკუმენტალისტიკის დარბაზში ჩვენი ქალაქის კინომოყვარულთათვის უკვე მესამედ გაიმართა კინო-ჩვენება, სადაც მაყურებელმა იხილა ფესტივალზე წარმოდგენილი ორი ფილმი: ებრაელი რეჟისორის დან ვასერმანის ფილმი "გჯერათ სიყვარულის?" და ქართველი რეჟისორის გიორგი უღრელიძის ფილმი "ნეილონის პერანგები". * * * "გჯერათ სიყვარულის?" ფილმი მოგვითხრობს ხანში შესული ქალის ტოვას შესახებ, რომელსაც საქმის მიმართ საკმაოდ ხისტი დამოკიდებულება აქვს. მისი საქმიანობა ალბათ ადამიანისთვის ყველაზე ინტიმურ საკითხს ეხება, ტოვა ადამიანებს თავიანთი მეორე ნახევრის პოვნაში ეხმარება. მისი პატარა ბიზნესი საკმაოდ წარმატებულია, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ პარალიზებულია და სხვისი დახმარების გარეშე ვერ გადაადგილდება. * * * "ნეილონის პერანგები" ფილმი მოგვითხრობს ისტორიას ბათუმის ზღვის პირა პენსიონერთა კლუბის შესახებ, სადაც განსხვავებული პროფესიის, წარსულისა და პოლიტიკური იდეოლოგიის ასაკოვანი ადამიანები იკრიბებიან. თამაშობენ ჭადრაკს, ნარდს და სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობენ.. * * * ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხა ფესტივალ "სინედოკის" დამფუძნებელმა, რეჟისორმა არჩილ თაგურმა და ფილმის "ნეილონის პერანგების" რეჟისორმა, ჩვენმა თანამემამულემ გიორგი უღრელიძემ. ჩვენებაზე დასწრება თავისუფალი იყო.

 

 

 

 

{morfeo 70}