Главная / Новости / საგანმანათლებლო პროგრამა უმცროსკლასელთათვის
საგანმანათლებლო პროგრამა უმცროსკლასელთათვის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს #1 საჯარო სკოლის მე–3 და მე–5 კლასის მოსწავლეებმა, მონაწილეობა მიიღო ქობულეთის მუზეუმის საგანმნათლებლო პროგრამაში "სკოლა და მუზეუმი" პროგრამა 18 მონაწილეს წარუდგინა მუზეუმის ექსპოზიციების ხელმძღვანელმა მადონა ბასილაძემ და გიდმა–პედაგოგმა ნინო მეფარიშვილმა. პროგრამის მსვლელობას აკვირდებოდნენ კვირიკეს #1 საჯარო სკოლის პედაგოგები: ნინო ვერულიძე და მაია ქათამაძე. პედაგოგებმა მუზეუმის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისაგან სრულად მიირეს ინფორმაცია, როგორც 2015–2016 სასწავლო წლის პროგრამების, ასევე 2016–2017 სასწავლო წლისათვის დაგეგმილიპროგრამების მნიშვნელობაზე. ბავშვებმა, პედაგოგებმა და მუზეუმის წარმომადგენლებმა გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები. საჯარო სკოლის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: მიმდინარე სასწავლო წლის დასრულებამდე მოუმზადეთ საუკეთესო საჩუქარი მოსწავლეებს ქობულეთის მუზეუმის ექსპოზიციების დათვალიუერებით. გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობია.
{morfeo 69}