Home / News / CinéDOC-Tbilisi ტურის ფარგლებში ჩვენებას ამჯერად ქობულეთში
CinéDOC-Tbilisi ტურის ფარგლებში ჩვენებას ამჯერად ქობულეთში, მუზეუმში გამართავს. ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია/ ჩვენებაზე მაყურებელს შესაძლებლობა ექნება იხილოს ებრაელი რეჟისორის დან ვასერმანის ფილმი "გჯერათ სიყვარულის?" და ქართველი რეჟისორის გიორგი უღრელიძის ფილმის "ნეილონის პერანგების" ჩვენება. * * * "გჯერათ სიყვარულის?" ფილმი მოგვითხრობს ხანში შესული ქალის ტოვას შესახებ, რომელსაც საქმის მიმართ საკმაოდ ხისტი დამოკიდებულება აქვს. მისი საქმიანობა ალბათ ადამიანისთვის ყველაზე ინტიმურ საკითხს ეხება, ტოვა ადამიანებს თავიანთი მეორე ნახევრის პოვნაში ეხმარება. მისი პატარა ბიზნესი საკმაოდ წარმატებულია, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ პარალიზებულია და სხვისი დახმარების გარეშე ვერ გადაადგილდება. * * * "ნეილონის პერანგები" ფილმი მოგვითხრობს ისტორიას ბათუმის ზღვის პირა პენსიონერთა კლუბის შესახებ, სადაც განსხვავებული პროფესიის, წარსულისა და პოლიტიკური იდეოლოგიის ასაკოვანი ადამიანები იკრიბებიან. თამაშობენ ჭადრაკს, ნარდს და სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობენ.. * * * ჩვენების პარტნიორები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართვოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და ამერიკის საელჩო საქართველოში. ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომელსაც დაესწრება ფილმის "ნეილონის პერანგების" რეჟისორი ბ-ნ გიორგი უღრელიძე. ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია! გისურვებთ სასიამოვნო ჩვენებას!