×

საგანმანათლებლო პროგრამა უმცროსკლასელთათვის

Главная / Новости / საგანმანათლებლო პროგრამა უმცროსკლასელთათვის

საგანმანათლებლო პროგრამა უმცროსკლასელთათვის

საგანმანათლებლო პროგრამა უმცროსკლასელთათვის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათის საჯარო სკოლის მეხუთე კლასი მოსავლეებმა, მონაწილეობა მიიღო ქობულეთის მუზეუმის საგანმნათლებლო პროგრამაში "სკოლა და მუზეუმი" პროგრამა მოსწავლეებს წარუდგინა მუზეუმის სწავლულმა მდივანმა ავთანდილ რომანაძემ. პროგრამის მსვლელობას აკვირდებოდნენ ჭახათის საჯარო სკოლის პედაგოგები: ხათუნა ტაკიძე, ირინა ცინარიძე, ია ნოღაიდელი და ვაჟა ნოღაიდელი. პედაგოგებმა მუზეუმის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისაგან სრულად მიირეს ინფორმაცია, როგორც 2015–2016 სასწავლო წლის პროგრამების, ასევე 2016–2017 სასწავლო წლისათვის დაგეგმილიპროგრამების მნიშვნელობაზე. აღსანიშნავია, რომ ჭახათის საჯარო სკოლა, გეოგრაფიული სიშორის მიუხედავად აქტიურადაა ჩართული მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამებში. აღნისნული კლასი მიმდინარე პროგრამების ფარგლებში მეორედ ეწვია მუზეუმს, რასაც ვფიქრობთ მოსწავლეთა განათლებისსა და საზოგადოებრივ საკითხებზე ცნობიერების გაღრმავების საქმეში გარკვეული წვლილი ექნება. ბავშვებმა, პედაგოგებმა და მუზეუმის წარმომადგენლებმა გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები. საჯარო სკოლის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: მიმდინარე სასწავლო წლის დასრულებამდე მოუმზადეთ საუკეთესო საჩუქარი მოსწავლეებს ქობულეთის მუზეუმის ექსპოზიციების დათვალიუერებით. გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობია.

{morfeo 68}