×

მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები

მთავარი / სიახლეები / მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები

მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები

მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქობულეთის მუზეუმში თურქი ფოტო ხელოვანის ბუნიამინ კივრაკის Bünyamin Kıvrak ნამუშევრების გამოფენით გაიხსნა. ფოტო–გამოფენა "იმედის კარები" წარმოდგენილი იყო ბუნიამის კივრაკის 30–ზე მეტი ნამუშევარი, რომელიც საინტერესოა არამხოლოდ ხელოვნების მოყვარულთათვის, არამედ მნიშვნელოვანი წყაროა მეცნიერთა და მკვლევართათვისაც. გამოფენა საზაფხულო სეზონის მანძილზე იქნება ხელმისაწვდომი ფოტომოყვარულთათვის; შემდეგ კი, ავტორის სურვილით, როგორც საჩუქარი მუზეუმის ფოტოფონდების საკუთრება გახდება.