მთავარი / სიახლეები / ქობულეთის მე–3 საჯარო სკოლის IIIბ კლასის მოსწავლეები
მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები – ქობულეთის მე–3 საჯარო სკოლის IIIბ კლასის მოსწავლეები მუზეუმში – მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო პროგრამა გაიარა მე–3 საჯარო სკოლის 23 მოსწავლემ, – კლასის ხელმძღვანელი ლიანა კონცელიძე. პროგრამის მსვლელობას, მუზეუმის წარმომადგენლებთან ერთად თვალს ადევნებდა მოსწავლეთა 5 მშობელი. მუზეუმის გიდი–პედაგოგის ნინო მეფარიშვილისა და კლასის ხელმძღვანელი ლიანა კონცელიძის ერთობლივმა პროექტმა მოსწავლეთა დიდი მოწონება დაიმსახურა. 2016 წლის მაისი მონაცემებით მუზეუმის საგანმანათლებოლო პროგრამაში ჩართულია მუნიციპალიტეტის 30 საჯარო სკოლა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის, მუზეუმისა და განათლების რესურსცენტრის ერთობლივმა ძალისხმევამ მეტად დიდი შედეგი მოიტანა – მოსწავლე–ახალგაზრდობა სწავლის პარალელურად აქტიურად მონაწილეობს საგანმანათლებლო–შემეცნებით პროგრამებში. – მოსწავლეებმა დათვალიერეს მუზეუმი, მოისმინეს ქობულეტისა და საქართველოს წარსულიდან მოსწავლეთათვის საინტერესო ცნობები, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.