×

ქობულეთის მუზეუმის II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის

Главная / Новости / ქობულეთის მუზეუმის II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის

ქობულეთის მუზეუმის II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის

პირველად ქობულეთის სინამდვილეში გაიმართა და მოგვიანებით როგორც შრომა გამოიცა "ქობულეთის მუზეუმის II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის" მასალები. ჩვენი მუზეუმისთვის ასეთი აქტივობა ჭეშმარიტად პირველი ნაბიჯია ჩვენს მუნიციპალიტეტში სამეცნიერო სეგმენტის გაძლიერებისათვის. დღეს მეტად სასიხარულო ინფორმაცია გავიგე, რაც ერთი ორად ამყარებს ჩემს იმედებს რომ ქობულეთი ადრე თუ გვიან გაბედულად იტყვის სიტყვას სამეცნიერო მიმართულებითაც – ჩვენი თანამემამულე ბატონი გიორგი უღრელიძე, აჭარის სინამდვილეში გახდა აუდიო–ვიზუალური ხელოვნების დოქტორი. ქობულეტის მუზეუმის და ჩვენი მრავალრიცხოვანი მეგობრების სახელით ვულოცავთ ბატონ გიორგი უღრელიძეს ესოდინ დიდ მწვერვალზე ასვლას და სამომავლოდ ვუსურვებთ ნაყოფიერ და ხანგრძლივ სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. მადლობა ქობულეტის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას; მადლობა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს; მადლობა ქობულეთის განათლების რესურსცენტრს; მადლობა კრებულის რედაქტორს ქალბატონ მადონა გოგიტიძეს; მადლობა კრებულის რეცენზენტს ბატონ ემზარ მაკარაძეს; მადლობა გამომცემლობის დირექტორს ქალბატონ ნანა ხახუტაიშვილს; მადლობა გამომცემლობის რედაქტორს ქალბატონ ლალი კონცელიძეს; მადლობა გამომცემლობის ტექნიკურ რედაქტორს ბატონ ედუარდ ანანიძეს; მადლობა კრებულში დაბეჭდილ ავტორებს, თანამშრომლობისა და თმენისათვის; მადლობა ქობულეთის მუზეუმის კოლექტივს. ერთად დიდი საქმის საკეტებლად!!!

 

 

{morfeo 60}