Главная / Новости / ისტორიული მნიშვნელობის ფოტო-დოკუმენტების გამოფენა
1835 წელს ოსმალეთის იმპერიაში მიმდინარე აღწერის პროცესი შეეხო ჩვენი მუნიციპალიტეტის იმ სოფლებსაც, რომლებიც სავარაუდოდ მოცემული დროისათვის (1831–1835 წწ) მოქცეულია ოსმალეთის იმპერიის საზღვრებში ; ასეთი 14 სოფელი ჩანს დოკუმენტში; ჩაქვი და მიმდებარე სოფლები რამდენადმე ადრე არის მიტაცებული და შესაბამისად, როგორც ქობულეთის ტერიტორიები არ ფიქსირდება. დოკუმენტებზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბატონი ზაზა შაშიკაძე მუშაობს ორ ათეულ წელზე მეტია. ბატონ ზაზა შაშიკაძის დამსახურებაა, რომ პირველად, 180 წლის შემდეგ, ქობულეთის მოსახლეობას მიეცემა საშუალება გაიგოს მეტი საკუტარე გვარების, ისტორიული წინაპრების, სოფლების, ხეობების და სხვა მრავალი საინტერესო ცნობის შესახებ. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა და დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე. გამოფენის მნიშვნელობაზე, მუზეუმის კულტურულ–შემეცნებით და საგანმანათლებლო–სამეცნიერო სეგმენტის განვითარებაზე ისაუბრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული სამსახურის უფროსმა ქალბატონმა ნათია ნიჟარძემ. მოწვეულ სტუმართა შორის გახლდნენ აწარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 138–ე წლისტავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მონაწილენი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებიდან, რომელთაც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საჩუქარი "ფრიდონ ხალვაშის თხზულებათა ერთტომეული" გადაეცათ. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მუზეუმის II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალების კრებულის პრეზენტაცია. კრებული დაიბეჭდა გამომცემლობა "ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი"–ს გრიფით. კრებულის პრეზენტაციას ესწრებოდა გამომცემლობის დირექტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქალბატონი ნანა ხახუტაიშვილი. მოსწავლეებს სამეცნიერო მწვერვალებისკე სწრაფვა უსურვეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ქალბატონმა მარინა გიორგაძემ და ისტორიის დოქტორმა, ბატონმა თემურ ტუნაძემ. შეკრებილ საზოგადოებას ქობულეტის აღწერის ირგვლივ კითხვა–პასუხის რეჟიმში ესაუბრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორი, ბატონი ზაზა შაშიკაძე. მოსწავლეებს დიპლომები გადასცა II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილემ, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტმა, ბატონმა გიორგი უღრელიძემ. ქობულეთის რესურსცენტრის სახელით სტუმრებს მიესალმა ქალბატონი ნინო მახარაძე.
{morfeo 57}