Главная / Новости / საგანმანათლებლო პროგრამა:
მუზეუმის საგაზაფხულო საგანმანათლებლო პროგრამა: "დედასამშობლოსთან დაბრუნება" პროგრამაში მონაწილეობა მიიღო ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩაისუბანის N2 საჯარო სკოლი მე-9 კლასის 20-მა მოსწავლემ. პროგრამის მსვლელობას თვალს ადევნებდა სკოლის დირექტორი ჯემალ ბასილაძე და ქობულეთის მუზეუმის წარმომადგენლები: ავთანდილ რომანაძე და მადონა ბასილაძე. მოსწავლეები პროგრამაში მონაწილეობისათვის მოამზადეს ისტორიის პედაგოგმა ირმა რიონიძემ და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ნატალია შოთაძემ. პროგრამა მოიცავდა შემდეგ კომპონენტებს: 1. თემის წარდგენა /სკოლის პედაგოგები და მუზეუმის წარმომადგენლები/; 2. მონო კონფერენცია მოსწავლეთა მონაწილეობით: - მომხსენებლები /პრეზენტაცია დიდ ეკრანზე/: ნინო გორგილაძე, მარია ბასილაძე, ლაურა ბოლქვაძე, ლინდა ბოლქვაძე და ლინდა ჯიჯავაძე. 3. დამატებითი აქტივობა /პატრიოტიზმი და სამშობლოს თემა ქართულ პოეზიაში/:თემურ ბასილაძე, ნიკა ზოიძე, ლერი კობალაძე და ლუკა ხალვაში. 4. პროგრამის შეფასება, რჩევები და შენიშვნები მოსწავლეებისგან - მიზანი თავად მოსწავლეებს აგეოთ კონსტრუქცია მიღწეული იქნა. დასასრულს: 5. პროგრამისადმი მიძღვნილი თემატური ფოტო-გამოფენისა და სპეციალური ექსპოზიციის დათვალიერება, 6. თავისუფალი საათი / მოსწავლეთა არჩევით/: ქობულეთ-ფიჭვნარის ნაქალაქარის დათვალიერება. 7. სამახსოვრო ფოტოები.