მთავარი / სიახლეები / სტუმრები უცხოეთიდან
სტუმრები უცხოეთიდან ჩვენი თანამემამულე, მოძღვარი, მამა გაბრიელი (ჟღენტი) ქობულეთშ მყოფ (ცხოელ)ი სასულიერო დასის წარმომადგენლებთან / დედა დიოდორა (გერმანია), მამა ტარსიზაოსი (აშშ), მორჩილი ლუკა (რუსეთი) და მამა დამასკინოზი (შვეიცარია) / ერთად გვეწვია მუზეუმში. სტუმრებს მეგზურობას უწევდა მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ქათამაძე და მხატვარი ზაზა ცენტერაძე. სასულიერო დასის წარმომადგენელთა სტუმრობა, მუზეუმში მიმდინარე ანბანთქებისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში დაიგეგმა. სტუმრები ნახეს მუზეუმის მუდმივმოქმედ ექსპოზიციებს, დაათვალიერეს პერიოდული საგამოფენო სივრცე, გაეცნენ მუზეუმში დაცულ ხელნაწერებსა და სიწმინდეებს. გაეცნენ უშუალოდ ხელოვანთა (ავტორთა) მოსაზრებებს, ბატონ ვაჟა ვერულიძისა და ბატონ ზაზა ცენტერაძის შემოქმედების ირგვლივ. გადავიღეთ სტუმრობის ამსახველი სამახსოვრო ფოტოები. გამოითქვა მოსაზრება, მუზეუმის მიერ, სტუმრებისათვის შედგენილი სახელდახელო მარშუტით, გავაცნოთ, როგორც ნივთიერი კულტურის, ასევე ბუნების ძეგლები.