×

მეტი ქობულეთის "ქვეყნის

Главная / Новости / მეტი ქობულეთის "ქვეყნის

მეტი ქობულეთის "ქვეყნის

"მეტი ქობულეთის "ქვეყნის" შესახებ" – ასეთი საგანმანათლებლო–შემეცნებითი პროგრამა შესთავაზა მუზეუმში მობრძანებულ სტუმრებს ბატონმა ავთანდილ რომანაძემ. საზოგადოდ ცნობილი, რომ მიმდინარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მიერ ქობულეთის მუზეუმის აბონემენტების შეძენა. მუზეუმის ერთ ერთი პირველი სტუმრები "აბონიმენტების" კამპანიის ფარგლებში სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები გახლდნენ - ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლა, IX კლასი, 20 მოსწავლე - კლასის ხელმძღვანელის ნატალია შოთაძის სადამრიგებლო კლასის 20 მოსწავლემ დაათვალიერა მუზეუმის ექსპოზიციები და გაეცნო ახალ საგანმანათლებლო–შემეცნებითი პროგრამას – "მეტი ქობულეთის "ყვეყნის" შესახებ" . – პროგრამა ფართო დიაპოზონით იქნა წარმოდგენილი, მუზეუმის სწავლული მდივანის ავთანდილ რომანაძის პარალელურად, მოსწავლეებტან მუსაობაში ჩაერთო კლასის დამრიგებელი, ფილოლოგი ნატალია შოთაძე და სკოლის ისტორიის პედაგოგი ირმა რიონიძე; საგანმანათლებლო–შემეცნებითი პროგრამის მსვლელობას აკვირდებოდნე სკოლის დირექტორი ჯემალ ბასილაძე და მუზეუმის ექსპოზიციების ხელმძღვანელი მადონა ბასილაძე. – პროგრამის დასასრულს მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია 2015-2016 და 2016-2017 სასავლო წლებში მუზეუმში დაგეგმილი საგანმანათლებლო პროგრამებისა და კულტურული ღონისძიებების შესახებ. ბავშვებმა გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.