Home / News / თეთროსანი XIX ს ფოტოხელოვანთა ობიექტივში
ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხუცუბნის ჩრდილო–დასავლეთით, მდინარე აჭყვას მარჯვენა ნაპირზე, შემაღლებულ ბორცვზე მდებარეობს თეთროსნის წმ. გიორგის სახელობის ტაძარის ნანგრევები. ჩვენამდე მოღწეული თეთროსნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ნაშთები მიეკუთვნება ადრეულ შუსაუკუნეებს. ტაძრის ისტორიით არაერთი მკვლევარი იყო დაინტერესებული. სპეციალისტების ყურადღება ამ მიმართულებით მიიპყრო XIII-XIV საუკუნეებში შესრულებულმა თეთროსნის დავითნის ქართულმა კლასიკურმა მხატვრულმა მინიატურებმა, რომელიც ამჟამად საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული (H-75); დავითნის ფოტოასლები ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დახმარებით დაამზადა ქობულეთის მუზეუმმა და მეტად მნიშვნელოვან მასალას წარმოადგენს ახალგაზრდა მეცნიერ–მკვლევართათვის. - პირველი სურათი, ცნობილი ფოტოხელოვანის ერმაკოვის კოლექცია / ფოტო მოპოვებულია ჟურნალისტისა და მკვლევარის ზურაბ ბაუჟაძის დახმარებით; - მეორე სურათი,აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და ქობულეთის მუზეუმის 2014 წლის ერთობლივი ექსპედიციის მასალებიდან, მხატვარი ნინო ჩანტლაძე.