Главная / Новости / გაზაფხულის დღესასაული არქეოლოგიურ მუზეუმში ორიგინალურად აღინიშნა.
გაზაფხულის დღესასაული არქეოლოგიურ მუზეუმში ორიგინალურად აღინიშნა. საექსპოზიციო სივრცეში აჭარის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური არტეფაქტების მოტივებზე დამზადებული კერამიკული ნაწარმი გამოიფინა. ღონისძიებას ესრებოდა ქობულეთის მუზეუმის სამეცნიერო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ქალბატონი თამარ გაბინაშვილი. უმნიშვნელოვანესი გახლდათ ღონისზიების გვირგვინი - ქალაქ ბათუმის მერმა, ბატონმა გიორგი ერმაკოვმა ჩვენი დროის გამოჩენილ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს ბატონ ამირან კახიძეს საპატიო ბათუმელობის ტიტული საზეიმო ვითარებაში გადასცა. - მხნეობა, ჯანმრთელობა, შემართება და წინსვლა ბატონ ამირან კახიძეს!!! - ბატონ ამირანს განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი ქობულეთის მუზეუმის დაფუძნებაში!!! - ამირან კახიძის სახელთან ასოცირდება ქობულეთის ფიჭვნარის ანტიკური ნაქალაქარის უმნიშვნელოვანესი ექსპედიციების წარმოება, მსოფლიო მნიშვნელობის სამეცნიერო კვლევების ჩატარება.