Главная / Новости / აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 138–ე წლისთავისადმი მიძღვნილი კომპლექსური ღონისძიებების გახსნა
2016 წლის 24 თებერვალს, 14.00 საათზე, ქობულეთის მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 138–ე წლისთავისადმი მიძღვნილი კომპლექსური ღონისძიების ფარგლებში მეხუთე, დასკვნითი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მონაწილეობისთვის მოწვეულნი გახლდნენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაქვის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც წარმოადგინეს საკონფერენციო თემები და კვირეულის თემატიკისადმი მიძღვნილი ფერწერული ნამუშევრები. - კონფერენცია გახსნა ქობულეთის მუნიციპალიტეტის კუტურის სამსახურის განათლების განყოფილების გამგემ, ბატონმა სულხან ნიჟარაძემ, რომელმაც მოსწავლეებს ესაუბრა დიდი დედე-აღა ნიჟარაძის როლსა და ფაქტორზე დედასამშობლოსთან დაბრუნების საუკუნოვან მისიაში. - კონფერენციის მონაწილეებს აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 138–ე წლისთავის მნიშვნელობაზე ესაუბრა ქობულეთის მუზეუმის დირექტორი რეზო ტაკიძე, სწავლური მდივანი ავთანდილ რომანაძე, მუზეუმის სამეცნიერო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი თამარ გაბინაშვილი. - სტუმრებმა დაათვალიერეს მუზეუმის ექსპოზიციები და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.