მთავარი / სიახლეები / საკონფერენციო დარბაზში აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 138–ე წლისთავისადმი
ქობულეთის მუზეუმი 2016 წლის 16 თებერვალს, 12.00 საათზე, ქობულეთის მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 138–ე წლისთავისადმი მიძღვნილი კომპლექსური ღონისძიების ფარგლებში მესამე შეხვედრა, მონო-კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე მოწვეულნი გახლდნენ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მოქმედი ასოციაცია "ღირსეული სიბერე"-ს ბენეფიციარები და წარმომადგენლები. ასოციაციას ხელმძღვანელობს ჩვენი თანაქალაქელი, ქალბატონი ნანა კალანდაძე. კონფერენციის მონაწილეებს აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 138–ე წლისთავის მნიშვნელობაზე ესაუბრა: - ქობულეთის მუზეუმის სწავლური მდივანი ბატონი ავთანდილ რომანაძე; - ასოციაცია "ღირსეული სიბერეს" წარმომადგენელი, ცნობილი პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე ბატონი ნუგზარ ჟორდანია; - კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ასევე ასოციაციის ბენეფიციარებმა; ქობულეთის მუზეუმის მუშაკებმა სტუმრებს დაათვალიერებინეს მუზეუმის ექსპოზიციები და 138 წლისთავისადმი მიძღვნილი სპეციაური გამოფენები; გააიღეს სამახსოვრო ფოტოები.