Home / News / საკონფერენციო დარბაზში აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 138–ე წლისთავისადმი
2016 წლის 12 თებერვალს, 12.00 საათზე, ქობულეთის მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 138–ე წლისთავისადმი მიძღვნილი კომპლექსური ღონისძიების ფარგლებში მეორე შეხვედრა, მონო-კონფერენცია გაიმართა. – კონფერენციაში მონაწილეობისთვის მოწვეულნი გახლდნენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სარაგბო კლუბ "პონტო"-ს წარმომადგენლები, კლუბის დირექტორის, ბატონ ირაკლი წულუკიძის ხელმძღვანელობით. - კონფერენცია გახსნა ქობულეთის მუნიციპალიტეტის კუტურის სამსახურის განათლების განყოფილების გამგემ, ბატონმა სულხან ნიჟარაძემ. - კონფერენციის მონაწილეებს აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 138–ე წლისთავის მნიშვნელობაზე ესაუბრა ქობულეთის მუზეუმის სწავლური მდივანი ბატონი ავთანდილ რომანაძე;