Home / News / აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 138–ე წლისთავისადმი მიძღვნილი კომპლექსური ღონისძიებების გახსნა
ქობულეთის მუზეუმის საკონფერენციო დარბაზი – 12.00 საათი, 1. ფოტო–გამოფენა „რუსეთ–თურქეთის ომის ქრონიკები“; 2. მონო–კონფერენცია: „დედასამშობლოსთან დაბრუნების 138–ე წლისთავი“ კონფერენციის თანამომხსენებლები: – ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის განათლების განყოფილების გამგე ბატონი სულხან ნიჟარაძე; – საქართველოს შეიარაღებული ძალების ცალკეული დაზვერვის ბატალიონის ქობულეთის ასეულის მეთაურის თანაშემწე ბატონი ზაზა ჯაფარიძე; – კონფერენციაში მონაწილეობდა ბატალიონის 12 ჯარისკაცი, ქობულეთის მუზეუმისა და შემოქმედებითი საზოგადოების წარმომადგენლები; ღონისძიება მოიცავდა: – დიდი მამულიშვილის დედე–აღა ნიჟარაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ლექცია–მოხსენებას, რომელიც მიეძღვნა თანამედროვეობის გამოწვევებზე ადექვატურ მოქმედებასა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებში პატრიოტიზმისა და მებრძოლი სულისკვეთების ამაღლების საქმეს. – კულტურულ ნაწილს, რომელშიც შედიოდა მუზეუმის დათვალიერება, სხვადასხვა ექსპოზიციებში მინი ექსკურსიების ჩატარებასა და ისტორიული მნიშვნელობის დღის აღსანიშნავად სამახსოვრო ფოტოების გადღებას; – ღონისძიების მსვლელობა ფართედ გააშუქა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელის აჭარის ტელევიზიამ.