×

მუზეუმის 2015 წლის გაწეული მუშაობის შეფასება

Home / News / მუზეუმის 2015 წლის გაწეული მუშაობის შეფასება

მუზეუმის 2015 წლის გაწეული მუშაობის შეფასება

მუზეუმის 2015 წლის გაწეული მუშაობის შეფასება და ახალი 2016 წლის პროექტების პრეზენტაცია
სხდომის მუშაობაში მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ხელმძღვანელი ქალბატონი ნათია ნიჟარაძე, ამავე სამსახურის განათლების განყოფილების გამგე სულხან ნიჟარაძე; მუზეუმის შესაბამისი მიმართულებების ხელმძღვანელები და მოწვეული სტუმრები.
შეფასდა მუზეუმის მიერ გაწეული ღონისძიებები, გამოიკვეთა ახალი მიმართულებებისა და პროექტების განხორციელების პერსპექტივა.
მუზეუმი 2016 წლიდან ამკვიდრებს მოხერხებულ საბილეთო სისტემას აბონემენტების სახით.
აბონემენტები სამი კატეგორისაა:
1. აბონემენტი "ბავშვებისათვის" – წლიური საფასური 5 ლარი;
2. აბონემენტი "ოჯახური პაკეტი" – წლიური საფასური 10 ლარი;
3. აბონემენტი "მუზეუმის მეგობრები" – წლიური საფასური 50 ლარი;
– აბონემენტების მფლობელებს შესაძლებლობა მიეცემათ 2016 წლის განმავლობაში განუსაზღვრელი რაოდენობით დაათვალიერონ მუზეუმი;
– ბავშვები მონაწილეობას მიიღებენ მუზეუმის დაგეგმილ საგანმანათლებლო პროგრამებში და სხვა სახის მრავალ კულტურულ–შემეცნებით აქტივობაში;
– "ოჯახური პაკეტის" მფლობელები მუზეუმს დაატვალიერებენ როგორც ოჯახის წევრებთან , ასევე ოჯახის სტუმრებთან ერთად;
– "მუზეუმის მეგობრები" სურვილის შემთხვევაში ხდებიან მუზეუმთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს წევრები, შემოაქვთ წინადადებები და ახმოვანებენ სურვილებ თუ როგორ და რა სახით უნდა განვითარდეს მეგობარი მუზეუმი;