Главная / Новости / უნიკალური გამოცემა მეცენატს ელოდება !!!
მიმდინარე წელს მუზეუმს მომართა მოქალაქემ, რომელიც ფლობს გასული საუკუნის 1904-1905 წწ გამოცემული გაზეთ "ცნობის ფურცელის" სურათებიანი დამატების კატალოგს. გამოცემები შეიცავენ ქობულეთის ისტორიისათვის, განსაკუთრებით ეთნოლოგიის კუთხით მომუშავე მეცნიერ-მკვლევართათვის მეტად მნიშვნელოვან ინფორმაციას.
გთხოვთ, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ისტორია, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ვინც ქომაგია ადგილობრივი სამეცნიერო-კულტურული კერების და დაინტერესებულია ქობულეთის მუზეუმის ფონდების გამდიდრებით, დაგვეხმარეთ შევიძინოთ გაზეთ "ცნობის ფურცელის" სურათებიანი დამატების კატალოგი, მისი გამოხსნა არც მეტი, არც ნაკლები 1000 ლარამდე ჯდება.