Главная / Новости / ქობულეთის მუზეუმში გაიმართა საგანმანათლებლო პროგრამა ქობულეთის #2 საჯარო სკოლის 10ა კლასის მოსწავლეებისათვის.
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ქობულეთის განათლების რესურსცენტრის წარმატებული საგანმანათლებლო პროგრამა წარმატებით განხორციელდა ქობულეთის მუზეუმში.
2015 წლის 23 ოქტომბრს, ქობულეთის მუზეუმში გაიმართა საგანმანათლებლო პროგრამა ქობულეთის #2 საჯარო სკოლის 10ა კლასის მოსწავლეებისათვის.
შთამბეჭდავი აღმოჩნდა მოსწავლეთათვის საჯარო სკოლებში დამატებით დაშვებული საგანი – მსოფლიო კულტურა.
ქობულეთის განათლების რესურსცენტრის უფროსის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, მოსწავლეთა უშუალო პედაგოგის ქალბატონ მადონა გოგიტიძის მეთოდოლოგია. მოსწავლეებს თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული კურსის ხალისიანად გაცნობის საშუალებას აძლევს. გაკვეთილის თემა: გენეტიკა და კულტურა , პედაგოგმა სამ ნაწილად წარმოადგინა, პირველი თეორიული ნაწილი, სალექციო მოსმენა თავისუფალ გარემოში მიმდინარეობდა, მეორე ნაწილი პრაქტიკული აქტივობა – მეთოდოლოგიურ მასალასთან მუშაობითა და ქობულეთის მუზეუმის დათვალიერებით შეივსო და მესამე ნაწილი პროგრამის არსის გამაერთიანებელი კომპონენტით დაგვირგვინდა, მოსწავლეებს მუზეუმის კინო–დოკუმენტალკისტიკის დარბაზში დიდ ეკრანზე ფილმი აჩვენეს.
ფილმის ჩვენება დიდ ეკრანზე მოსწავლეებისათვის სახალისო გამოდგა. გამოითქვა სურვილი მსგავსი აქტივობები სისტემატიური ხასიათის იყოს და სხვა სკოლის მოსწავლეებსაც მიეცეს საშუალება . შესვენება უჩვეულო იყო, მოსწავლეებს პედაგოგი ტკბილეულით გაუმასპინძლდა.